Belive

ევროპის ძიუდოს ფედერაციის რუსი პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
სერგეი სოლოვეჩიკმა ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.
,,მჯერა, რომ ჩვენს რიგებში ერთიანობის შესანარჩუნებლად ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი უნდა დავტოვო,'' - განაცხადა სოლოვეჩიკმა.
IJF-ი ყოფილ პრეზიდენტზე წერს - ,,მისტერ სოლოვეჩიკი მრავალი წელია, ძიუდოს ერთგული მსახურია და ყველა კოლეგა მას პროფესიონალიზმისთვისა და შრომისმოყვარეობისთვის მადლობას უხდის. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ბატონ სერგეის წარმატებებს უსურვებს.'' IJF-მა გუშინ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა, დღეს კი იგივე გადაწყვეტილება ევროპის ძიუდოს ფედერაციამაც მიიღო.

სხვა სტატიები