Belive

ცვლილებები ძიუდოში - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 3 ახალი წესი აამოქმედა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 3 ახალი წესი აამოქმედა, რომელიც 2025 წლიდან, ანუ ახალი სეზონიდან გამოიცდება.

წესები ძირითადად შიდოებს ეხება, თუმცა ერთი ახალი და უმნიშვნელოვანესი ცვლილება იქნება - მას შემდეგ რაც იაპონელებმა განაცხადეს, რომ იაპონიის ჩემპიონატს "ფეხის დაჭერით" ჩაატარებენ, როგორც ჩანს IJF-ში ეს იდეა მოეწონათ.

ახალი წესები ჯერჯერობით არ დატესტილა და არც ისაა ცნობილი, თუ რომელი შეჯიბრიდან ამოქმედდება.

  • ზოგიერთ შემთხვევაში დაშვებული იქნება ფეხზე ხელის მოკიდება (ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმით მოხდება ეს).

  • ტატამიდან გასვლაზე ან მეტოქის იძულებით გადაყვანაზე, სპორტსმენები შიდოთი აღარ დაისჯებიან

  • თუ ილეთის შესრულების/გდების დროს მეტოქე თავით ტატამს ისე შეეხება, რომ გდებს ხელს არ შეუშლის, ამის გამო სპორტსმენი ჰანსოკუ–მაკეთი (ტურნირიდან მოკვეთით) აღარ დაისჯება.

ამჟამინდელი წესების თანახმად, ძალიან ბევრმა სპორტსმენმა, სრულიად დაუმსახურებლად მიიღო ჰანსოკუ-მაკე, რაც შემდეგ სოციალურ მედიაში განხილვის თემა გახდა, სწორედ ამიტომ IJF-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსგავსი სპეკულაციები თავიდან აირიდოს.

სხვა სტატიები