ესპანეთის მთავრობის მეთაური: "ილია თოფურია ესპანურ პირადობის მოწმობას მიიღებს"
ესპანეთის მთავრობის მეთაურმა, პედრო სანჩესმა, ილია თოფურია მონკლოას სასახლეში მიიღო. თოფურია გახდა ისტორიაში პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა ესპანეთისა და საქართველოს სახელით მოიპოვა. ორივე ქვეყნისთვის ეს უნიკალური მიღწევაა. შეხვედრაზე, პედრო სანჩესმა, მებრძოლის მიღწევით აღფრთოვანება გამოხატა.
თქვენმა ძალისხმევამ, თავდადებამ და შეუპოვრობამ მიგიყვანათ ერთ-ერთი ოცნების ასრულებამდე, თქვენი სიყვარული ესპანეთის მიმართ, აისახება თქვენს ესპანურ პირადობის მოწმობაში - უთხრა სანჩესმა ილია თოფურიას
Esta mañana he recibido a @Topuriailia, el nuevo campeón mundial de peso pluma de la @ufc.
— Pedro Sánchez (@sanchezcastejon) February 27, 2024
Tu esfuerzo, dedicación y perseverancia te han llevado a cumplir uno de tus sueños.
El segundo también se hará muy pronto realidad. Tu amor por España se reflejará en tu DNI español. pic.twitter.com/weeTTnCewd
ბოლო დღეებში თოფურიამ საჯაროდ გამოხატა სურვილი, რომ ესპანური პირადობის მოწმობა ჰქონოდა. ამერიკიდან ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ აეროპორტში რეგისტრაცია რთულად გაიარა.
ილია თოფურიამ საჩემპიონო ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან, მეორე რაუნდში, ნოკაუტით მოიგო და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.