"ეს ყველაზე მაგარი ღონისძიება იქნება" - დანა უაითი ო'მალი-მერაბის ბრძოლაზე
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალი საკუთარ სატიტულო ქამარს მეორედ დაიცავს. მისი მოწინააღმდეგე კი მერაბ დვალიშვილი იქნება. საჩემპიონო ჩხუბი ლას ვეგასში, Sphere-ში გაიმართება. ამ იდეას თავიდანვე დიდი კრიტიკა შეხვდა, რადგან Sphere-ში ღონისძიების ჩატარება საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, დანა უაითი მერაბისა და ო'მალის ბრძოლას აქ გამართავს. UFC-ის პრეზიდენტმა ისიც დაამატა, რომ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება.
ეს ყველაზე მაგარი ღონისძიება იქნება. ასეთ რამ საბრძოლო სპორტში არავის უნახავს და არასდროს განმეორდება. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება. Sphere-ში ბრძოლის ჩატარება მხოლოდ იმიტომ მინდოდა, რომ ყველას ეჭვი ეპარებოდა. იგივეს ვერავინ გაიმრეობეს, რადგან ამაზე ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა. - განაცხადა დანა უაითმა
მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის დაპირისპირება UFC 306-ზე შედგება. ჯერჯერობით, ამ ღონისძიების ოოფიციალური თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა, როგორც თავად მებრძოლები ამბობენ, დიდი ალბათობით სექტემბერში გაიმართება.