"ვფიქრობ, ამ გამარჯვებით უმარი რევანშს იმსახურებს" - ჰენრი სეხუდო
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჰენრი სეხუდო ფიქრობს, რომ უმარს მერაბთან განმეორებითი ბრძოლისთვის, მეტი ჩხუბის ჩატარება აღარ სჭირდება. Triple C-მ უმარს გასამარჯვებლად პატარა რჩევაც მისცა.
ვფიქრობ, ამ გამარჯვებით უმარი რევანშს იმსახურებს. აი რა უნდა გააკეთოს უმარმა: დარჩეს ცენტრში და იქ შეებრძოლოს. სულ ეს არის. დაიცვას, მაგრამ ცენტრში დარჩეს. მერაბს პირველ ჩხუბში მომენტუმი ჰქონდა, როგორც უმარს. როგორც წესი, დვალიშვილი პირველ რაუნდს ყოველთვის აგებს. პირველი რაუნდი დათმო ჩემთანაც, უმართანაც, კორისთანაც, მაგრამ საკუთარი შანსები გამოიყენა. - განაცხადა ჰენრი სეხუდომ
შეგახსენებთ, რომ უმარმა UFC 321-ზე მარიო ბაუტისტა დაამარცხა. ამ გამარჯვებით ის სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერი გახდა.