Belive

"ჯასტინის გამო, ეს ჩხუბი ძალიან არ მომწონს" - პორიე თოფურია-გეიჯის ჩხუბზე

14 საათის წინ სხვა
1 წთ

დასტინ პორიე ჯო როგანის პოდკასტს სტუმრობდა და თოფურია-გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა. "ბრილიანტმა" თქვა, რომ ჯასტინის გამო, თეთრი სახლის ჩხუბი დიდად არ მოსწონს. პორიე თვლის, რომ ჯასტინი "მატადორთან" დიდ ზიანს მიიღებს.

ძმაო ჯასტინი მიყვარს, ფანი ვარ. მის გამო ეს ჩხუბი ძალიან არ მომწონს. გეიჯის დარტყმის გატარება შეუძლია, მაგრამ... ილია პირადად არ მინახავს, თუმცა, სხვებისგან მსმენია რომ პატარაა. - ამბობს დასტინ პორიე

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჯასტინის ჩხუბი თეთრ სახლში მთავარი ბრძოლა იქნება. ეს დაპირისპირება მსუბუქი წონის ქამრისთვის შედგება და 15 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები