Belive

"ეს რემატჩი არ შედგება" - ალი აბდელაზიზი

7 საათის წინ სხვა
1 წთ

ჯასტინ გეიჯის მენეჯერი ალი აბდელაზიზი ამბობს, რომ ილიას და ჯასტინის ბრძოლა არ შედგება. ეგვიპტელის თქმით, ასეთი ტრავმებიდან დაბრუნება ძალიან რთულია და თვლის, რომ ალექსანდრემ ამ ბრძოლის გაჩერებით ილიას სიცოცხლე გადაარჩინა. აბდელაზიზი "მატადორს" წარმატებას უსურვებს, მაგრამ რემატჩს გამორიცხავს.

ეს რემატჩი არასდროს შედგება. იმაში ვეთანხმები, რომ მისმა ძმამ სიცოცხლე გადაურჩინა. ასეთი ბრძოლის შემდეგ ტრავმებიდან დაბრუნება ძალიან რთულია. ბევრჯერ მინახავს ჯასტინი იგივეს როგორ მართებს სხვა ადამიანებს და დაბრუნება მარტივი არასდროსაა. ილიას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. - განაცხადა აბდელაზიზმა

ალი აბდელაზიზის ეს კომენტარი ილია თოფურიას ინსტაგრამ სთორის მოჰყვა. ყოფილმა ჩემპიონმა გულშემატკივრებს აზრი ჰკითხა თუ ვისთან სურდათ მისი შემდეგი ბრძოლის ხილვა. 55%-მა, რაც 474 113 ხმას მოიცავდა, ჯასტინთან რემატჩს მისცა ხმა. 45%-ს კი, პადი პიმბლეტსთან ბრძოლა სურს.

სხვა სტატიები