Belive

"ყველამ იცის რომ მე უკეთეს ბრძოლებს ვიმსახურებ" - რომან დოლიძე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

რომან დოლიძეს მომავალი ჩხუბი ენტონი 'Fluffy' ერნანდესთან ელის. ქართველი საღამოს მთავარი ჩხუბზე იბრძოლებს. დაპირისპირება 10 აგვისტოს UFC Apex-ში არის ჩანიშნული.

რომანმა მომავალი ჩხუბის და მეტოქის შესახებ MMA Junkie-სთან ისაუბრა.

2 თვის წინ მითხრეს, რომ უიტეკერს უნდა შევხვედროდი. ახლა ჩემი მეტოქე 'Fluffy' არის. ჩვენ დაპირისპირებაში სტილები ბევრს გადაწყვეტს. მას ჭიდაობა უყვარს. საწყის რაუნდებში დამაჯრებელი ვერ არის, თუმცა, როცა მისი მეტოქეები იღლებიან, ის მაინც წინ მიდის. ის კარგი მებრძოლი და ათლეტია, მაგრამ ბერვად უკეთესი ჯიუ-ჯიცუ მაქვს. ძირს ყველაფრისთვის მზად ვარ და არავის გრეპლინგის მეშინია. ეს ჩემი მესამე მთავარი ბრძოლაა. ყველამ იცის, რომ უკეთეს ჩხუბებს ვიმსახურებ. - ამბობს რომან დოლიძე

შეგახსენებთ, რომ დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში მე-8 პოზიციას იკავებს. იმ შემთხვევაში თუ რომანი გაიმარჯვებს, არაა გამორიცხული საუკეთესო ხუთეულშიც ვიხილოთ.

სხვა სტატიები