"ეს ბრძოლა არ წამიგია, მსაჯებს არ ვეთანხმები" - უმარ ნურმაგომედოვი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა. "მანქანამ" 5-რაუნდიან დაპირისპირებაში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ უმარ ნურმაგომედოვმა კომენტარი გააკეთა:
ვფიქრობ, რომ პირველი სამი რაუნდი მოვიგე, ბოლო ორი კი თანაბარი იყო და ახლოს ვიყავი მოგებასთან. არ მგონია, რომ წავაგე, პირველი რაუნდის შემდეგ ხელი მოვიტეხე და ბრძოლა სხვანაირად წარიმართა, მინდა რომ ვიდეოს ვუყურო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ბრძოლა არ წამიგია, მსაჯებს არ ვეთანხმები. რემატჩი მინდა. ვიცოდი, რომ მერაბი კარგი მებრძოლია და არაფრით გავუკვირვებივარ, ხელი რო არ მომეტეხა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. - უმარ ნურმაგომედოვი