"ჩემი წონა ცოტა დიდია, მაგრამ ვიცი ჩავაბარებ" - მერაბ დვალიშვილი
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილის საბრძოლო კვირაა და ყველაზე რთული პროცესი უკვე დაწყებულია. წონის კლება მერაბისთვის ყოველთვის რთული ამოცანა იყო და ახლაც, როდესაც 1 წელში მეოთხედ იკლებს, ყველაფერი უფრო გართულდა.
წონის კლება გონების თამაშს ჰგავს. ჩემი წონა ცოტა დიდია, მაგრამ ვიცი ჩავაბარებ. ყოველთვის ვცდილობ ადვილი გზა გამოვნახო, თუმცა, ადვილი არასდროსაა. არ მაინტერესებს რთული იქნება თუ გული წამივა, წონას მაინც ჩავაბარებ. მე შრომისმოყვარე ვარ და ეს მისაღებია. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ იანისა და მერაბის ჩხუბი 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. სუპერმსუბუქი ქამრისთვის ბრძოლა UFC 323-ს მთავარი დაპირისპირება იქნება. აქვს იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ეს დვალიშვილისა და იანის მეორე ჩხუბი იქნება. პირველ შემთხვევაში მერაბმა პიოტრის დამარცხება შეძლო.