Belive

რა რეიტინგი ექნება კვარას ახალ საფეხბურთო სიმულატორში?

2 დღის წინ სხვა
2 წთ

EA Sports FC 27 მსოფლიო მასშტაბით გაყიდვაში 25 სექტემბრიდან ჩაეშვება. ეს თამაში (ყოფილი FIFA) ყველაზე გაყიდვადი და შესაბამისად, პოპულარული საფეხბურთო სიმულატორია გეიმერებში.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, EA Sports FC-ის გარეკანზე კილიან მბაპე ბრუნდება. ერთ-ერთ ოფიციალურ ფოტოზე ფრანგი თავდამსხმელი ჯუდ ბელინგემის გვერდითაა გამოსახული (ბელინგემი თამაშის წინა გამოცემის /FC26 სახე გახლდათ).

მბაპე თამაშის გარეკანზე მაშინაც ფიგურირებდა, როდესაც პროექტი ჯერ კიდევ FIFA-ს ბრენდის ქვეშ გამოდიოდა (2021, 2022 და 2023 წლების გამოცემებში). ნამდვილად არაა გასაკვირი, რომ ფრანგ ფეხბურთელს, თამაშის ახალ ვერსიაშიც რეიტინგის პირველ ნომრობას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მას ამ 'ტიტულის' გაყოფა სხვასთან მოუწევს და ეს სხვა ნორვეგიელი თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდია.

საინტერესოა, როგორ შეიცვლება ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემები მას შემდეგ, რაც ქართველი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, კვარას რეიტინგი გაიზრდება (+1) და 88 გახდება. პირველ და მეორე ადგილებზე ჰოლანდი და მბაპე იქნებიან - 91 ქულით (ჰოლანდს +1 დაემატა, მბაპეს რეიტინგი არ შეიცვლება).

90-იანთა კლუბში ვინისიუსი, ბელინგემი, პედრი, იამალი, კეინი, კურტუა და დემბელე იქნებიან. 89-იანებში არიან და კვარას უსწრებენ მაგალითად: ოლისე, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ლაუტარო მარტინესი, კიმიხი, დონარუმა, რაფინია და ჰაკიმი.

კვარას ადგილი, სხვებთან ერთად, საერთო რეიტინგში, 20-დან 34-დე იქნება.