"ერთადერთი ვისაც ამ ბრძოლაში მონაწილეობას აიძულებენ თოფურიაა" - მაქს ჰოლოუეი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
საბრძოლო კვირაში ვართ! ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლამდე სულ რაღაც 5 დღე დარჩა. ტემპერატურა ნელ-ნელა მაღლა იწევს და საბრძოლო სამყაროს ყურადღება UFC 308-სკენ არის მიმართული.
მთავარი ბრძოლის მონაწილეები საკუთარ ძალებში დარწმუნებულები არიან. ილია ამბობს, რომ ის პირველი გახდება, რომელიც მაქს ჰოლოუეის გათიშავს. საინტერესოა რომ მაქსის თქმით, ილიას ამ ბრძოლაში მონაწილეობა არ სურს და "მატადორს" დალოცვილთან დაპირისპირებას უბრალოდ აიძულებენ.
ეს ბიჭი პირველი იყო, რომელიც UFC 300-ზე გამარჯვების შემდეგ გამოვიწვიე. არსებობს ინტერვიუ სადაც ამბობს, რომ ჩემთან არ იბრძოლებს თუ BMF-ის ქამარი არ გათამაშდება. ბოლოს რომ შევამოწმე ამ ჩხუბში BMF-ის ქამარი არ გათამაშდება. ასე რომ, ერთადერთი ვისაც ამ ბრძოლაში მონაწილეობას აიძულებენ თოფურიაა. მე მინდოდა ილია თოფურია. ქვემსუბუქი წონის ტიტული მსურდა. - განაცხადა მაქსმა MMA Fighting-თან საუბრისას
შეგახსენებთ, რომ ილიასა და მაქსის ბრძოლა 26 ოქტომბერს შედგება. აღნიშნული დაპირისპირება აბუ დაბიში, "ეტიჰად არენაზე" ჩატარდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თოფურიასთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იქნება.