Belive

დანა უაითმა მერაბის პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

დვალიშვილმა ო'მალი დაამარცხა და ტიტული წარმატებით დაიცვა. ამ გამარჯვებით მერაბმა სუპერმსუბუქი დივიზიონი სრულიად გაწმინდა. საუბრები ქვედა წონიდან მეტოქის შესახებ აქამდეც მიდიოდა. ამ გამარჯვების შემდეგ პანტოჟასთან ჩხუბი არც ისე აზრს მოკლებულია.

UFC 316-ის ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა დანას მერაბისა და პანტოჟას ბრძოლის შესახებ ჰკითხეს.

ამაზე აქამდე არც მიფიქრია. თქვენგან პირველად მესმის. მე ყველა იდეისთვის ღია ვარ, რომელიც ხალხს აინტერესებს. - განაცხადა დანამ პანტოჟასთან ბრძოლის შესახებ

ასევე გაჟღერდა უმარ ნურმაგომედოვთან განმეორებითი ჩხუბის იდეაც. პრესკონფერენციაზე გაჟღერებული სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, UFC-ს პრეზიდენტს უმარი-მერაბის ჩხუბის ჩანიშვნა უფრო ხიბლავს.

მერაბი საკუთარ წონაში ყველა დროის საუკეთესოა. ვფიქრობ, უმარი მასთან რემატჩით დაინტერესებულია. - თქვა დანა უაითმა

შეგახსენებთ, რომ დივიზიონში არის კორი სენდჰეგენი, რომელიც მერაბს არ შეხვედრია. თავად დვალიშვილი ამბობს, რომ კორი სატიტულო ჩხუბს იმსახურებს და ეს ოქტაგონის ინტერვიუშიც დაადასტურა.

სხვა სტატიები