Belive

"ექვსმა კაცმა 2 ქართველი ვერ სცემა" - რუსი ფანები ნურმაგომედოვს დასცინიან

17 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.

MMA-ის რუსულ გვერდებზე ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, სადაც რუსი ფანები უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს დასცინიან.

  • ჯგუფურად დაგეგმეს თავდასხმა. მერაბზე მინიმუმ 2 წონითი კატეგორიით დიდები იყვნენ და ექვსმა კაცმა 2 ქართველი მაინც ვერ სცემა. ყოჩაღ მერაბის მეგობარს. წარმოიდგინეთ მათთან ერთად ძმები თოფურიებიც რომ ყოფილიყვნენ.

  • მერაბის მეგობარს UFC-ის კონტრაქტი ეკუთვნის. ორი ეგრევე დასვა.

  • ეს ბიჭი მერაბთან ერთად - აი მესმის მებრძოლი სული.

  • ძალიან კარგი, რომ დაიჭირეს. 15 დღე საკმარისი იქნება იმის გასააზრებლად, რომ კანონი ყველასთვის ერთია.

  • ძალიან კარგი, რომ დაიჭირეს - მაიმუნის ადგილი გალიაშია.

  • მშიშარა! მეტნი არიან და მაინც ზურგს უკან იმალება.

გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილზე ლაჩრული თავდასხმის შემდეგ უსმან ნურმაგომედოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სხვა სტატიები