უსმან ნურმაგომედოვის UFC-ში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია
გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, რომელსაც პოპულარული პლატფორმა MMA Uncensored ავრცელებს, ხაბიბ ნურმაგომედოვის დაუმარცხებელი ბიძაშვილი, უსმან ნურმაგომედოვი შესაძლოა UFC-ის ახალ წევრად ოფიციალურად უახლოეს ივენთზე, UFC 334-ზე გამოცხადდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროებისგან ჯერჯერობით არანაირი დასტური არ მიგვიღია, ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებსა და სპორტულ მედიაში უკვე ვირუსულად ვრცელდება.
🚨 Usman Nurmagomedov ALREADY signed with the UFC?!
— MMA UNCENSORED (@MMAUNCENSORED1) November 9, 2026
According to unverified reports, Khabib Nurmagomedov's undefeated cousin could be officially announced as the UFC's newest signing at UFC 334! pic.twitter.com/n3nvGzHlIv
უსმან ნურმაგომედოვი თავის წონით კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე დომინანტ და ტექნიკურ მებრძოლად ითვლება. მისი შესაძლო გადასვლა UFC-ში მსუბუქი დივიზიონის ძალთა ბალანსს სრულად შეცვლის და ახალ, საინტერესო დაპირისპირებებს გააჩენს.
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი PFL-ის და Bellator-ის ჩემპიონია. ამ ორგანიზაციებში არასდროს დამარცხებულა და ყველა მეტოქესთან უდიდეს ფავორიტად ითვლებოდა.