ენტონი ჯოშუას უღირსი საქციელი ოლეკსანდრ უსიკთან მარცხის შემდეგ
რემატჩში დამარცხების შემდეგ, ენტონი ჯოშუამ ოლეკსანდრ უსიკის ორი საჩემპიონო ქამარი რინგიდან მოისროლა. პირველი ბრძოლისგან განსხვავებით, რომელშიც ჯოშუა უშანსოდ დამარცხდა, ბრიტანელმა მოკრივემ თავდაუზოგავად იშრომა და რიგ ასპექტებში მკვეთრი გაუმჯობესება ჰქონდა, თუმცა, ჯოშუას მცდელობები უსიკის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ოლეკსანდრ უსიკმა ენტონი ჯოშუას დამარცხება რემატჩშიც შეძლო, რის შედეგადაც, IBF-ის, WBO-სა და WBA-ს ტიტულები წარმატებით დაიცვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა ჯოშუამ, უსიკის 2 საჩემპიონო ქამარი რინგიდან მოისროლა და კრივის მოყვარულ საზოგადოებას, თავი არასპორტული საქციელით დაამახსოვრა. ჯოშუას უღირსი საქციელის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
ენტონი ჯოშუას პროვოკაციულ და უღირს ქმედებებს, ოლეკსანდრ უსიკი გაკვირვებული უყურებდა და სიტუაციის განმუხტვას უშედეგოდ ცდილობდა. მარცხისგან გაწბილებული ბრიტანელი მოკრივე, რინგიდან გასახდელისკენ გაემართა, თუმცა, მისი გუნდის წევრებმა იგი რინგზე დააბრუნეს. ჯოშუას რინგზე ასვლას, გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ. ჯოშუამ უსიკთან არც ისე სასიამოვნო დიალოგი გამართა, რის შემდეგაც მიკროფონი აიღო და მისი კარიერის შესახებ დაიწყო საუბარი.View this post on Instagram
მოგვიანებით ჯოშუამ ემოცების მოთოკვა შეძლო და ოლეკსანდრ უსიკის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ბრიტანელმა აღნიშნა, რომ უსიკი გასაოცარი მებრძოლია. ემოციების გაკონტროლება კი კრივისადმი სიყვარულისა და ვნების გამო ვერ შეძლო. თავის მხრივ საინტერესო კომენტარი გააკეთა ოლეკსანდრ უსიკმა, რომელმაც ჯოშუას მადლობა გადაუხადა, ხოლო გამარჯვება უკრაინელ ხალხსა და მის ქვეყანას მიუძღვნა. უსიკმა იმედი გამოთქვა, რომ ტაისონ ფიური დაბრუნდება და მას შეებრძოლება. "დარწმუნებული ვარ ტაისონ ფიურის კარიერა ჯერ არ დაუსრულებია. ფიურისთან ბრძოლა მსურს, ვფიქრობ ჩემთან დაპირისპირება მასაც სურს".JOSHUA CONFRONTS USYK AFTER DEFEAT 😳😳 pic.twitter.com/vFTYbgCoPb — Sky Sports Boxing (@SkySportsBoxing) August 20, 2022
"I devote this victory to my country!" 💙💛 Oleksandr Usyk's emotional post-fight interview after a 'historic' victory 👊 pic.twitter.com/ekXXN4DjtW — Sky Sports Boxing (@SkySportsBoxing) August 20, 2022