Belive

ენტონი ჯოშუა უკრაინელ მსოფლიო ჩემპიონს კვლავ დაუპირისპირდება

1 წლის წინ სხვა
1 წთ
კარლ ფროჰის თქმით, ენტონი ჯოშუას "ტვინის გადანერგვა" სჭირდება იმისათვის, რომ  ოლეკსანდრ უსიკი დაამარცხოს. ბრიტანელი სუპერვარსკვლავი უკრაინელს განმეორებით 20 აგვისტოს, საუდის არაბეთში დაუპირისპირდება. ჯოშუამ შეცვალა მისი მწვრთნელი რობ მაკრაკენი და ის ახალი მწვრთნელით რობერტ გარსიათი ჩაანაცვლა. ფროჰის თქმით ენტონიმ შეცდომა დაუშვა.
"მან შეცვალა მწვრთნელი, რისი წინააღმდეგიც მე ვარ, რადგან მიკერძოებული ვარ, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში რობ მაკრეკენთან ერთად ვიყავი. მე დავმარცხდი ორ ბრძოლაში და მაინც დავრჩი მასთან. ამაში რობს  არ დავადანაშაულებ. ზოგჯერ ცვლილება კარგია და იმედია, ეიჯეის ეს ცვლილება საშუალებას მისცემს გონს მოეგოს. მას  დიდი უპირატესობა აქვს ფიზიკურ ასპექტში. ენტონი უფრო დიდია,  მაღალი, მძიმე, ძლიერი, უფრო მაგრად ურტყამს მუშტს და თუ ირწმუნებს საკუთარ ძალებს უსიკს გაუჭირდება. როდესაც გრძნობ, რომ ვიღაცას ვერ დაამარცხებ, მაშინ ძალიან რთულია მისი ცემა. ვფიქრობ, ენტონი ჯოშუას არ ჰქონდა საკუთარი თავის  რწმენა ენდი რუისის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ დამარცხდა."
შეგახსენებთ, რომ 44 წლის ფროჰმა 2014 წელს დაასრულა კარიერა ჯორჯ გროვზსთან გამარჯვების შემდეგ. ინგლისელმა 35 ორთაბრძოლიდან  33 მოიგო და აქედან 24 ნოკაუტით დაასრულა.

სხვა სტატიები