Belive

"უსიკი ფენომენალური მებრძოლია" - AJ-ს ფიური-უსიკის ორთაბრძოლაზე ჰკითხეს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

17 თებერვალს კრივის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა შედგება. საუდის არაბეთის ქალაქ რიადში ერთმანეთს ოლეკსანდრ უსიკი და ტაისონ ფიური დაუპირისპირდებიან.

ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, ენტონი ჯოშუას აზრი ჰკითხეს და ბრიტანელს ფავორიტის დასახელება გაუჭირდა.

არ ვიცი. უსიკთან ბრძოლა მაქვს ჩატარებული. ის ფენომენალური მებრძოლია და მას არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ბრძოლა ჩავატარე და მოსამზადებელ პერიოდში მის შესწავლას ვცდილობდი, მისი უნარები ვერ ამოვწურე. მისი გამოცდილებისა და რინგის კონტროლიდან გამომდინარე ვფიქრობ, ის უმაღლესი დონისაა. არ ვიცი ამ ბრძოლაში რა მოხდება, მაგრამ მე უსიკის მხარეს ვარ. ფიურიმ ჩემზე ბევრი ცუდი რამ თქვა. ვერასდროს დავუჭერ ისეთ ადამიანს მხარს, რომელიც პატივს არ მცემს. - განაცხადა ენტონი ჯოშუამ

ბოლო ბრძოლა ფიურიმ UFC-ის ყოფილი ჩემპიონის ფრენსის ნგანუს წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც გაიმარჯვა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ კამერუნელმა მესამე რაუნდში ბრიტანელი ნოკდაუნში ჩააგდო და ბევრის აზრით, ბრძოლაც მოიგო.

უსიკმა ბოლო ბრძოლა აგვისტოში დუბუას წინააღმდეგ ჩაატარა და მეცხრე რაუნდში გამარჯვება მოიპოვა. უკრაინელ მოკრივეს კარიერაში 21 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 14 ნოკაუტით მოიგო. აღსანიშნავია, რომ მისი მოწინააღმდეგის მსგავსად, ოლეკსანდრ უსიკი პროფესიონალურ კრივში არ დამარცხებულა.

სხვა სტატიები