Belive

ემეტთან ბრძოლაში გიგა ჭიკაძეს ბრაის მიტჩელი ჩაანაცვლებს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე ჯოშ ემეტთან ბრძოლას ჩაეხსნა. ქართველმა მებრძოლმა ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო.

გიგას ბრძოლა 17 დეკემბერს უნდა შემდგარიყო. მისი მეტოქე ილიას ყოფილი მოწინააღმდეგე - ჯოშ ემეტი იყო.

ოპონენტის გარეშე დარჩენილმა ემეტმა მაშინვე გამოაქვეყნა პოსტი და იკითხა ვის სურდა ქართველის ჩანაცვლება.

საბოლოოდ, UFC-მ ემეტს თოფურიას ყოფილი მოწინააღმდეგე შეურჩია - ბრაის მიტჩელი. ქართველთან ჩხუბის შემდეგ, მიტჩელმა ერთი ბრძოლა ჩაატარა და გაიმარჯვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ილიასთან ბრძოლა ემეტსაც აქვს ჩატარებული და დამარცხდა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გიგას ტრავმა არც ისე მძიმე აღმოჩნდა როგორიც ჩანდა. "ნინძას" თქმით, ერთ თვეში უკვე შეეძლება დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ჭიკაძემ ემეტს შესთავაზა მოეცადა, თუმცა, ჯოშმა უარი თქვა.

სხვა სტატიები