Belive

ნასურდინ იმავოვს კამარუ უსმანთან ბრძოლა სურს

2 თვის წინ სხვა
1 წთ

რომან დოლიძის დამარცხების შემდეგ, ნასურდინ იმავოვმა TOP 10-ში შეაბიჯა. საფრანგეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი საშუალო წონის რეიტინგში ახლა მე-8 ნომერია. აღსანიშნავია, რომ ნასურდინს 2023 წელს ორი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ვერცერთი მოიგო.

როგორც ჩანს, დოლიძესთან ნაჩვენებმა პერფორმანსმა იმავოვს თავდაჯერება შემატა. "სნაიპერმა" არც მეტი არც ნაკლები კამარუ უსმანი გამოიწვია.

კეთილი იყოს შენი მობრძანება 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. სტილი ქმნის ბრძოლას. 22 ივნისი, საუდის არაბეთი. - წერს იმავოვისაკუთარი X-ის გვერდზე

"ნიგერიელმა კოშმარმა" ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში იბრძოლა. მისი მოწინააღმდეგე ხამზატ ჩიმაევი იყო, რომლის წინააღმდეგაც დამარცხდა. კამარუს კარიერაში სულ 24 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 20 მოიგო.

სხვა სტატიები