რომან დოლიძემ მარვინ ვეტორი დაამარცხა
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
რომან დოლიძემ რევანში აიღო. ქართველმა 5-რაუნდიან დაპირისპირებაში მარვინ ვეტორი დაამარცხა და UFC-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ Apex-ში გამართულ Fight Night-ზე რომანისა და მარვინის დაპირისპირება საღამოს მთავარი ჩხუბი იყო. დოლიძემ დაპირისპირება აშკარა უპირატესობით წაიყვანა და გამარჯვებაც დაიმსახურა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვეტორი საშუალო წონის მე-9 ნომერია და მასზე გამარჯვებით დოლიძე TOP 10-ში ადგილს მიიღებს.