Belive

EJU თბილისის გრანდ სლემზე: "გამორჩეული ქართული სტილი არ უნდა გამოტოვოთ"

2 დღის წინ სხვა
1 წთ

21-23 მარტს, თბილისის ახალი ოლიმპიური სასახლე თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს.

ამ წუთის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემზე, 5 კონტინენტისა და 53 ქვეყნის. 408 სპორტსმენია რეგისტრირებული.

თბილისის 2025 წლის გრანდ სლემის მოახლოებას ევროპის ძიუდოს კავშირი (EJU) გამოეხმაურა.

"თბილისის გრანდ სლემზე ვიხილავთ ისეთ სპორტსმენებს, რომლებსაც პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ მონაწილეობა არ მიუღიათ და თბილისი მათი დაბრუნების ადგილი იქნება.

მაგალითად ლაშა ბექაურს, რომელიც 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია და პარიზის შემდეგ პირველად იჭიდავებს.

ყველას მოეხსენება "ქართული სტილის" შესახებ, რომელიც 21-23 მარტის ჩათვლით არავის არ მოაკლდება.

თბილისის გრანდ სლემზე მუდმივად განსაკუთრებული სილამაზის გდებები კეთდება, რაც ქართული სტილით ჭიდაობითაა განპირობებული.

ასე და ამგვარად, თბილისში არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონებს ვიხილავთ..." - ვკითხულობთ EJU-ს სტატიაში, რომელიც 2025 წლის თბილისის გრანდ სლემს მიუძღვნეს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის თბილისის გრანდ სლემი სტარტს პარასკევს, 21 მარტს აიღებს და 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გრანდ სლემის დასრულების მეორე დღეს, ანუ 24 მარტს კი, ქალაქ რუსთავს ძიუდოს ლეგენდა, იაპონელი - შოჰეი ონო ეწვევა და მასტერკლასს ჩაატარებს.

სხვა სტატიები