Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი | საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7 თვის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ამ წუთის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატზე 6 კონტინენტისა და 67 ქვეყნის, 329 ძიუდოისტია რეგისტრირებული.

უკვე ცნობილია რამდენიმე ნაკრების შემადგენლობა, მათ შორის შემადგენლობა დაასახელა საფრანგეთის ნაკრებმა, აღსანიშნავია, რომ მათ მამაკაცებში მძიმე წონები (100 და +100) მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიჰყავთ და 3 წონა აქვთ გაორებული.

შემადგენლობა

კაცები

  • 60 კგ - ლუკა მხეიძე, რომან ვალადირ პიკარი

  • 66 კგ - დაიკი ბოუბა, ვალიდ ხიარი

  • 73 კგ - ჟოან-ბენჟამინ გაბა

  • 81 კგ - არნო არეგბა

  • 90 კგ - მაქსიმ-გაელ ჰამბუ ნგაიაპი, ალექსის მათიუ

ქალები

  • 48 კგ - შირინ ბუკლი

  • 52 კგ - ამანდინ ბუშარი

  • 57 კგ - სარა ლეონი სისიქე, მარტა ფავაი

  • 63 კგ - მელკია ოჩეკორნი, მანონ დეკეტერი

  • 70 კგ - მარგო პინო

  • 78 კგ - ფანი ესტელ პოსვიტე

  • +78 კგ- რომან დიკუ

სხვა სტატიები