Belive

ტიმურ არბუზოვი: "გრიგალაშვილი მაგარია, თუმცა ახლა ჩემი შეჩერება შეუძლებელი იქნება"

4 თვის წინ სხვა
1 წთ

მოქმედმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, 21 წლის ტიმურ არბუზოვმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება მისი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მომავალში მისი დამარცხება და შეჩერება შეუძლებელი იქნება.

"როდესაც ტატამიზე ვიდექი და გრიგალაშვილი უკან იხევდა, უბრალოდ პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ ჩემთვის მოეგო.

ჩემს პირდაპირ ტაბლოზე ენთო სიტყვები — Gold Medal (ოქროს მედალი). მე მხოლოდ ამას ვუყურებდი და იმ მომენტში ერთი ფიქრი მქონდა: არ მინდა ეს ორთაბრძოლა დავთმო. არ მინდა მეორე ადგილი. მინდა მხოლოდ ოქრო.

ძალიან ძლიერი და მაგარი მეტოქე მყავდა, იგი 5-ჯერ იყო ზედიზედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საიდანაც 3-ჯერ მოიგო.

ასეც მოხდა, მოვიგე და გპირდებით, რომ აწი ჩემი შეჩერება ძალიან რთული იქნება..." - ტიმურ არბუზოვი

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში, გრიგალაშვილი Vs. არბუზოვის დაპირისპირება შედგა, სადაც ჩვენთვის სამწუხაროდ, ორივე გამარჯვება რუს სპორტსმენს დარჩა.

სხვა სტატიები