Belive

მსოფლიო ჩემპიონატი 2025 | დასკვნითი დღე - ტატამზე 2 ქართველს ვიხილავთ

3 კვირის წინ სხვა
2 წთ

13 ივნისიდან, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 19 ივნისს ინდივიდუალური ასპარეზობით დასრულდება, 20 ივნისს კი მსოფლიო ჩემპიონატს გუნდური პირველობა დახურავს.

მეექვსე საშეჯიბრო დღეს ტატამზე ილია სულამანიძე ვიხილეთ, თუმცა იგი მეორე დაპირისპირებაში ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა - ასე და ამგვარად, VI საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია (ოქრო - ეთერ ლიპარტელიანი, ვერცხლი - ტატო გრიგალაშვილი და ბრინჯაო - ლუკა მაისურაძე).

ინდივიდუალურ ასპარეზობაში დასკვნითი საშეჯიბრო დღე დადგა, სადაც ტატამზე 2 ქართველს - გურამ თუშიშვილსა და სოფიო სომხიშვილს ვიხილავთ.

+100 კგ

გურამ თუშიშვილი B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს, სადაც მას სლოვაკი მეტოქე - მარიუს ფიზელი ეყოლება. სლოვაკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, გერმანელ და გვინეელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებული იქნება.

თუშიშვილს ბადეში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი, კუბელი - ენდი გრანდა ჰყავს, მას ასევე თურქი - მუნირ ერტუგიც ეყოლება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძიუდოს ექსპერტების აზრით, გურამ თუშიშვილი 1/2-ფინალამდე უპრობლემოდ უნდა მივიდეს, სადაც მას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი - მინიონგ კიმი დახვდება.

  • 1/16 ფინალი - მარიუს ფიზელი (სლოვაკეთი)

  • 1/8-ფინალი - ლოსენი კონე (გერმანია)

  • 1/4-ფინალი - ენდი გრანდა (კუბა)

  • 1/2-ფინალი - მინიონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

  • ფინალი - ინალ ტასოევი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია/რუსეთი)

+78 კგ

ქალთა მძიმე წონაში, საქართველოს დროშის ქვეშ სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს.

25 წლის ქართველი პირველ რაუნდში კოლუმბიელ - ბრიგიტა კარაბალის დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, სოფიოს მეტოქე, სამხრეთ კორეელი - ჰიენჯო ლი იქნება.

  • 1/16 ფინალი - ბრიგიტა კარაბალისი (კოლუმბია)

  • 1/8-ფინალი - ჰეინჯო ლი (სამხრეთ კორეა)

  • 1/4-ფინალი - რური ტაკაჰაში (იაპონია)

  • 1/2-ფინალი - რომან დიკუ (საფრანგეთი)

  • ფინალი - რაზ ჰერშკო (ისრაელი)

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები