ძიუდოს 2025 წლის კალენდარი ცნობილია - თბილისის გრანდ სლემი 21-23 მარტს ჩატარდება
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის კალენდარი დაამტკიცა. ცნობილი გახდა, რომ თბილისის გრანდ სლემი 21-23 მარტს გაიმართება.



ასევე ცნობილი ხდება, რომ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს. მსოფლიო ჩემპიონატი 13-19 ივნისს გაიმართება (ინდივიდუალური), ხოლო გუნდური პირველობა 20 ივნისს ჩატარდება.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს - კონტინენტის პირველობას 23-26 აპრილს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა უმასპინძლებს.