Belive

IJF ტაშკენტის გრანდ სლემზე | "ბექაურის ტატამიზე გამოჩენას მთელი ძიუდოს სამყარო ელოდება"

11 საათის წინ სხვა
1 წთ

ტაშკენტის გრანდ სლემი სტარტს 27 თებერვალს აიღებს და პირველ მარტს დასრულდება.

ტაშკენტის გრანდ სლემის დაწყებამდე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავების შესახებ დაწერა, რომლებიც უზბეკეთის დედაქალაქში გრანდ სლემში მიიღებენ მონაწილეობას.

არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ მთავარი აქცენტი 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონზე - ლაშა ბექაურზეა გაკეთებული.

"90 კგ-ში კვლავ დაძაბული ვითარება იქნება, თუმცა 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს მედლის მოპოვების მთავარი კანდიდატი იქნება.

ფენომენი ლაშა ბექაური ტაშკენტში იასპარეზებს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც უკვე ორი წლის შემდეგ ლოს-ანჯელესში პოტენციურ მესამე ოლიმპიურ ტიტულს ელოდება, 2025 წელს აბუ დაბიში ბოლო დიდი სლემის გამარჯვების შემდეგ ბრუნდება. როდესაც ბექაური ტატამიზე გავა, უნდა დასხდეთ და ისიამოვნოთ - მასზე უდიდესი მოლოდინია, რადგან მთელი ძიუდოს სამყარო მის ტატამიზე გამოჩენას ელოდება..." - ვკითხულობთ IJF-ს სტატიაში.

ლაშა ბექაურს ტაშკენტში ერთი მედალი აქვს მოპოვებული, ისიც 2022 წელს, მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტაშკენტში ჩატარდა, სადაც 2-გზის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ლაშა ბექაურს ტაშკენტურ ტატამიზე 1 მარტს ვიხილავთ.

სხვა სტატიები