Belive

"ძალიან მძიმედ ვიყავი" - ჩიმაევს რთული პერიოდის გამოვლა მოუწია

4 თვის წინ სხვა
1 წთ

დაახლოებით ერთი თვის წინ UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა ხამზატ ჩიმაევმა განაცხადა, რომ ხელზე ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. კავკასიელმა მებრძოლმა ისიც თქვა, რომ რამდენიმე თვე ვერ ივარჯიშებდა.

ცოტა ხნის წინ, "ბორზმა" გამოაქვეყნა ფოტოები, რომელიც მოგვიანებით წაშალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მას მხოლოდ ხელი არ აწუხებდა. 29 წლის მებრძოლი ზუსტად არ ასახელებდა თუ რა აწუხებდა, მაგრამ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ ჩიმაევი საკმაოდ მძიმედ იყო.

ძალიან მძიმედ ვიყავი. ხელი ტრავმირებული მქონდა და ოქტაგონზე გამოსვლა არ შემეძლო. მინდა ჩემს გულშემატკივრებს მივმართო და ვუთხრა, რომ საქმეში დაბრუნება თქვენზე მეტად მსურს. მე მიყვარს ჩემი სამუშაო. დავამტკიცებ, რომ საუკეთესო ვარ. - დაწერა ხამზატ ჩიმაევმა

შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი დაუმარცხებელი მებრძოლია. ის 13-ჯერ გამოვიდა ოქტაგონზე და აქედან მსაჯმა ყოველ ჯერზე მისი ხელი ასწია. ხამზატმა ბოლო ბრძოლა კამარუ უსმანთან ოქტომბერში გამართა, სადაც მეტოქე დაამარცხა და UFC-ში მე-7 გამარჯვება ჩაიწერა.

სხვა სტატიები