Belive

"UFC ჩემთვის ყველაფერი არ არის" - პიოტრ იანი უცნაურ განცხადებას ავრცელებს

8 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა პიოტრ იანმა Gorilla Fighting MMA-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო. რუსმა მერაბ დვალიშვილთან ან შონ ო'მალისთან დაპირისპირების სურვილიც გამოთქვა. მისი თქმით, ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება კვლავ შეუძლია.

ო'მალისა და იანს შორის შუღლი ჯერ კიდევ UFC 280-ის წინ ჩამოვარდა. პიოტრს UFC 299-ის პრესკონფერენციაზე მომხდარის შესახებ ჰკითხეს. სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა კამერებთან გამოჩენისას რუსის მიმართ დამამცირებელი ჟესტი გამოიყენა.

ეს რომ დამენახა აუცილებლად ვიჩხუბებდით. შონისთვის UFC ყველაფერია. ჩემთვის კი არ არის. ისეთი დამოკიდებულება არ მაქვს, ვაფასებ, თუმცა, ჩემს თავს სხვა ორგანიზაციაში ვერ ვხედავ. MMA-ც კი ჩემთვის ყველაფერს არ ნიშნავს. - განაცხადა პიოტრ იანმა

შეგახსენებთ, რომ UFC 267-ზე კორი სანდჰეგენის წინააღმდეგ დროებითი ქამრის მოგების შემდეგ, იანმა სამი მარცხი განიცადა. რუსმა უკანასკნელი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ წააგო. თუმცა, მერაბთან მარცხის შემდეგ, საკმაოდ ძლიერი მებრძოლი სონგ იადონგი დაამარცხა.

სხვა სტატიები