Belive

"სავარაუდოდ ილია ო'მალის მოკლავს" - უმარ ნურმაგომედოვი

9 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიასა და შონ ო'მალის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. დაღესტნელი თვლის, რომ თოფურია "შუგას" ძალიან მარტივად დაამარცხებს და გათიშავს კიდეც. უმარმა ისიც აღნიშნა, რომ დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა უნდა მიიღოს.

ის ილია თოფურიაზე საუბრობს, იცით, ჩემთვის ეს უაზრობაა. ილია სავარაუდოდ ო'მალის მოკლავს, რადგან ის ძალიან დიდია. გარდა ამისა, თოფურია მისთვის ძალიან საშიში მოწინააღმდეგეა. ვფიქრობ, ო'მალი იგივე არ იქნება როცა ზედა წონაში ავა. ის ჯანმრთელია და ამიტომაც მეტი ფულის შოვნა უნდა. თუნდაც წააგოს, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონად მაინც დარჩება. - განაცხადა უმარმა

ნურმაგომედოვმა მერაბისა და ო'მალის შესაძლო ბრძოლაზეც ისაუბრა. "ახალგაზრდა არწივმა" ხაზგასმით აღნიშნა, რომ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს.

დივიზიონში ბიჭი გვყავს, რომელსაც 11-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მერაბმა ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს. - განაცხადა ნურმაგომედოვმა

უმარ ნურმაგომედოვს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული არცერთცელ დამარცხებულა. ბოლო შეხვედრაში მისი მოწინააღმდეგე ყაზახი ბეკჟატ ალმახანი იყო, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. დაღესტნელი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები