დვალიშვილთან მიღებული ტრავმის გამო, სეხუდო 180 დღე იუქმებს
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 298 ბევრი მებრძოლისთვის არც ისე კარგად დასრულდა. მარცხთან ერთად 9 მებრძოლმა ისეთი ტრავმა მიიღო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვეულ საქმეს ჩამოშორდნენ. მათ შორის მოხვდა ჰენრი სეხუდოც. მარცხენა მხრის შესაძლო მოტეხილობის გამო, Triple C-ის ექიმების ჯგუფმა 180 დღე ყველანაირი აქტივობა აუკრძალეს.
ჰენრის დამარცხებით მერაბ დვალიშვილმა სერიოზული განაცხადი გააკეთა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, დანა უაითმა განაცხადა, რომ ის სატიტულო ბრძოლას აუცილებლად მიიღებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ განახლებულ რეიტინგში ქართველი სუპერმსუბუქ წონაში პირველ ადგილზეა.
#UFC298 medical suspensions: Henry Cejudo among 9 fighters suspended 180 days (via @mma_kings) https://t.co/e4sfzWbnFP pic.twitter.com/E3wSeKMGtD
— MMA Junkie (@MMAJunkie) February 19, 2024