Belive

"დვალიშვილი უმაღლეს დონეზე ჩხუბობს" - ჟოზე ალდო

1 წლის წინ სხვა
1 წთ
21 აგვისტოს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, UFC-ის ლეგენდას – ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება. ბრაზილიელი საკმაოდ კარგი და პრესტიჟული მებრძოლია. ის საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. მისი დამარცხება მერაბისთვის სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ უკეთესი ბრძოლები მიიღოს. ეს კი დვალიშვილისთვის მშვენიერი შანსი იქნება მიუახლოვდეს საჩემპიონო ბრძოლას. უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ, მებრძოლების “პირისპირ დგომი” შედგა, რის შემდეგაც ჟოზე ალდომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ეპოქალური კარიერის განმავლობაში ჩატარებული არაერთი გამორჩეული ბრძოლის, სტრატეგიისა და საჩემპიონო ამბიციების პარალელურად, ჟოზე ალდომ მერაბ დვალიშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"მეტოქეს ყოველთვის ვაფასებ და პატივს ვცემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაუზოგავად ვვარჯიშობ. მერაბ დვალიშვილი ძალიან ძლიერი ოპონენტია. ახლა მას კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს და უმაღლეს დონეზე ჩხუბობს. დვალიშვილს ყველაზე ძლიერი მეტოქეების გვერდით ვაყენებ. სატიტულო ბრძოლა მსურს - შესაბამისად, დვალიშვილის დამარცხების შემთხვევაში, შემდეგ აუცილებლად უნდა ჩამინიშნონ სატიტულო ბრძოლა".
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს ბრძოლა, 21 აგვისტოს, 07:00 საათზე გაიმართება.  

სხვა სტატიები