Belive

"დვალიშვილი სეხუდოს პენსიაზე გაუშვებს" - ფანები მერაბს ფავორიტად მიიჩნევენ

4 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ორთაბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა. მათი დაპირისპირება UFC 298-ზე, იმავე საღამოს შედგება, როცა ილია თოფურია იბრძოლებს. ქართველების ჩხუბები კალიფორნიაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილი-სეხუდოს დაპირისპირება დიდ ხანს იგეგმებოდა. მებრძოლებმა ბევრჯერ გაცვალეს სიტყვები ერთმანეთში და გულშემატკივარიც ამას გულისყურით ადევნებდა თვალს. მას შემდეგ, რაც ეს ორთაბრძოლა გაოფიციალურდა, MMA-ს ფანებმა საკუთარი აზრები დააფიქსირეს. უმრავლესობის აზრით, სეხუდოსა და დვალიშვილს შორის მერაბი ფავორიტია.

მერაბი ამ დივიზიონში საუკეთესოა

მერაბი სეხუდოს პენსიაზე გაუშვებს

თუ მერაბი სეხუდოს დაამარცხებს, მას ვერავინ შეაჩერებს

მერაბს მუშტების ნაცვლად დინამიტები აქვს

ჩემი აზრით, მერაბი სამივე რაუნდს მოიგებს

ეს ბრძოლა სეხუდოსთვის ძალიან სახიფათოა - წერს გულშემატკივარი სოციალურ ქსელში
View this post on Instagram

A post shared by MMA Fighting (@mmafighting)

დიდია ალბათობა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულმა საჩემპიონო ქამარზე იჩხუბოს. შეგახსენებთ, რომ ამ დივიზიონის ქამრისთვის მარლონ ვერა და შონ ო'მალი იბრძვიან. მერაბმაც და ჰენრიმაც განაცხადეს, რომ მათ დაპირისპირებაში გამარჯვებული აუცილებლად მიიღებს საჩემპიონო ბრძოლას.

სხვა სტატიები