"ფორმის პიკში სეხუდო დვალიშვილთან არ დამარცხდებოდა" - უმარ ნურმაგომედოვი
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
უმარ ნურმაგომედოვი თვლის, რომ UFC 299-ზე შონ ო'მალი ქამარს თავისუფლად დაიცავს. ნურმაგომედოვის თქმით, პირველ ბრძოლაში ვერამ შემთხვევით გაიმარჯვა. მათი პირველი დაპირისპირება ო'მალის ტრავმის გამო "ჩიტოს" გამარჯვებით დასრულდა.
ჩემი აზრით, ო'მალი ამ ბიჭს დალეწავს. "ჩიტომ" მათი წინა ბრძოლა მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ ო'მალიმ ტრავმა მიიღო. თუ იგივე არ განმეორდება შონი აუცილებლად მოიგებს. - განაცხადა უმარმა
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ ნურმაგომედოვმა დვალიშვილი გამოიწვია. კავკასიელი მებრძოლი თვლის, რომ ის მერაბს ყველა ასპექტში აჯობებს. ბუნებრივია, რომ უმარს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამაზე საუბარიც მოუწევდა.
ფორმის პიკში სეხუდო დვალიშვილთან არ დამარცხდებოდა. თუმცა, ამას ვეღარ გავიგებთ. ამის შემოწმება შეუძლებელია. მერაბმა მშვენივრად იმუშავა. ის სულ წინ მიდიოდა და ბრძოლაც მოიგო. მხოლოდ ის დამრჩენია გამარჯვება მივულოცო. - განაცხადა ნურმაგომედოვმა
უმარი მის მომავალ ბრძოლას 3 მარტს გამართავს და მისი მოწინააღმდეგე ყაზახი ბეკჟატ ალმახანი იქნება.