Belive

"მე ქვეყნის გარეთ არ ვიბრძვი" - ო'მალი დვალიშვილთან ჩხუბზე

7 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალის მერაბ დვალიშვილთან შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად სურს. თუმცა, ერთი პრობლემა არის. ჩემპიონის თქმით, UFC გეგმავს, რომ რამდენიმე ღონისძიება აშშ-ს გარეთ გამართოს. ეს ყველაფერი კი ო'მალისთვის პრობლემას წარმოადგენს. შონი ამბობს, რომ ამერიკის გარეთ შეხვედრების ჩატარება არ სურს. მისი ეს განცხადება ოდნავ უცნაურია, რადგან ვერას დამარცხების შემდეგ, ილიასთან ესპანეთში ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

მერაბთან ბრძოლის ჩანიშვნას რაც შეიძლება სწრაფად ვცდილობ. თუმცა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მომავალი რამდენიმე ღონისძიება ქვეყნის გარეთ გაიმართება. მე კი აშშ-ს გარეთ არ ვიბრძვი. თუმცა, მზად ვარ წავიდე. ღმერთო, ძალიან მინდა მერაბს მუხლი დავარტყა და გავაბრტყელო. - განაცხადა შონ ო'მალიმ

ჯერჯერობით არ ვიცით როდის შედგება მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა ჩაინიშნება, ქართველი ფავორიტი იქნება.

დიდი ალბათობით, ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს ლას ვეგასში, Sphere-ში, მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები