დვალიშვილი საერთო რეიტინგში დაწინაურდა
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 311-ზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი საერთო რეიტინგში დაწინაურდა. ქართველმა მებრძოლმა ორი საფეხურით ზევით აინაცვლა და ახლა მე-5 პოზიციაზეა. "მანქანა" მხოლოდ ილია თოფურიას, ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.

19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და დაღესტნელის ნულიანი წაიღო. უმართან ბრძოლაში "მანქანამ" თეიქდაუნების როკორდიც დაამყარა და GSP-ის ორი გდებით გადაუსწრო.