დვალიშვილი და თოფურია საერთო რეიტინგში დაწინაურდნენ
7 საათის წინ
სხვა
1 წთ
მას შემდეგ, რაც მაგომედ ანკალაევმა ალექს პერეირა დაამარცხა ქვემძიმე წონის ქამარს სწორედ ის დაეუფლა. გარდა ქამრისა, პერეირამ საერთო რეიტინგში (Pound for Pound) 5 პოზიციაც დაკარგა. ბრაზილიელი ჩემპიონი მესამე საუკეთესო მებრძოლის ნაცვლად, ახლა მერვეა.
ამ ყველაფერმა ქართველ ჩემპიონებზე კარგად იმოქმედა. მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია თითო-თითო საფეხურით დაწინაურდნენ. "მანქანა" და "მატადორი" ახლა შესაბამისად მეოთხე და მესამე ადგილზე არიან. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ პლატენის 4 საუკეთესო მებრძოლიდან ორი ქართველია.
