Belive

"ილია ქამარს დიდი ხანი ვერ შეინარჩუნებს" - დენ ჰუკერი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

დენ ჰუკერი კვლავ თვლის, რომ თოფურიასთვის ცარუკიანი რთული მეტოქე იქნება. ახალ ზელანდიელი მებრძოლის თქმით, "მატადორი" ყველაფერს გააკეთებს, რომ ცარუკიანთან ჩხუბს თავი აარიდოს.

ალბათ, ისინი პადის და ილიას ჩხუბს ჩანიშნავენ, რაც სიგიჟე იქნება. თუმცა, ვის ადარდებს, ილია ქამარს დიდხანს მაინც ვერ შეინარჩუნებს. ლოგიკურად თოფურია არმანს უნდა ხვდებოდეს, მაგრამ ამას არ გააკეთებს, რადგან ჩარუკიანი ძალიან კარგი მებრძოლია.

როცა ჩემპიონი და არმანთან, გეიჯისთან ან პადისთან ბრძოლა გიწევს, რა თქმა უნდა, პადის აირჩევ. შენ მიიღებ ყველაზე მეტ ფულს და ყველაზე ცუდ მებრძოლს. ამ სიტუაციაში ილია ყველანაირად მოგებული გამოვა. - ამბობს ჰუკერი

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი ილია თოფურიას პოტენციურ მეტოქედ განიხილება. ამ ეტაპზე სომეხი მსუბუქი წონის რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები