Belive

"დროა ეს თავი დაიხუროს" - ილია თოფურია მაკგრეგორზე

9 თვის წინ სხვა
1 წთ

ქვემსუბუქი წონის ახალმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ახსნა თუ რატომ სურს კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა.

ალექს ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, "მატადორმა" ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. ილიას ირლანდიელის მიმართ მხოლოდ პატივისცემა გააჩნია და მის კარიერულ მიღწევებს აფასებს.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სპორტის ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით, მან უდიდესი სამუშაო გასწია. მაკგრეგორი შესანიშნავი პერსონაჟია. ჩემი მიზანი ამ სპორტის ფართოდ გავრცელებაა. MMA-ის შესახებ რაც მეტი ადამიანი გაიგებს, მით უკეთესი იქნება.

კონორთან შეხვედრის ორი მიზეზი მაქვს. მან MMA-ში საკუთარი თავი დაწერა და ის უნდა დაიხუროს. დროა ახალი თავი დაიწეროს. - განაცხადა ილიამ Marca-სთან საუბრისას

კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიერთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც. მას შემდეგ, Notorious-ის დაბრუნებაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა, კონორი კვლავ ოქტაგონს გარეთ რჩება.

სხვა სტატიები