"ილიას მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას ახლავე მივცემდი" - დასტინ პორიე
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
დასტინ პორიე ამბობს, რომ ილია თოფურიამ მახაჩევთან ბრძოლა უნდა მიიღოს. "ბრილიანტის" თქმით, მაქს ჰოლოუეის გათიშვა საკმარისია, რომ ახალ დივიზიონში სატიტულო შანსი მიიღოს.
ილიას პირადად არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ყველა ამბობს რომ მძიმეა. სიარულითაც კი მძიმედ დადის. არა მგონია 70 კილოში ისეთივე დიდი იყოს, რადგან მსუბუქი წონის ბიჭები უზარმაზარები არიან.
ბოლო წლებში მსუბუქი წონის დივიზიონში ბევრი კონტენდერი მოგროვდა. თუმცა ილიას მსგავს ბიჭს, რომელმაც ქამარი დათმო, მაქს ჰოლოუეი გათიშა, საჩემპიონო ბრძოლას ახლავე მივცემდი. - განაცხადა პორიემ
შეგახსენებთ, რომ ილიამ მახაჩევი სასურველ მეტოქედ ბევრჯერ დაასახელა. "მატადორმა" დაღესტნელი არაერთხელ გამოიწვია, თუმცა, ისლამი ბრძოლაზე უარს ამბობს.