Belive

"პადის ყველაფერი აქვს, რომ ვარსკვლავი იყოს" - დანა უაითი

3 დღის წინ სხვა
1 წთ

TNT SPORTS-თან ინტერვიუში დანა უაითმა პადი პიმბლეტის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტი თვლის, რომ ინგლისელი ვარსკვლავობის ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს. უაითის თქმით, პიმბლეტს მხოლოდ ერთი რამ აკლია - ქამარი.

პადის აქვს ის, რაც სხვა დანარჩენ ვარსკვლავებს. ის გამარჯვებისთვის გზას ყოველთვის პოულობს. არავისთან ბრძოლის არ ეშინია. კამერასთან კარგია. მისი შემოსვლა არენაზე ტოველთვის დიდებული, ენერგიული და ამაღელვებელია. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს. ისმის კითხვა - შეუძლია მსოფლიო ჩემპიონი გახდეს? - დანა უაითი

შეგახსენებთ, რომ პადი პიმბლეტის მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი იქნება. მათი დაპირისპირება 25 იანვარს ლას ვეგასში გაიმართება. დროებითი ქამრის მოპოვების შემთხვევაში, პიმბლეტს მისი დაცვა ილიას წინააღმდეგ მოუწევს.

სხვა სტატიები