Belive

დიდი ეპოქის დასასრული?! - შოჰეი ონო მსოფლიო ჩემპიონატსა და ტოკიოს გრანდ სლემს გამოტოვებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ნაოჰისა ტაკატოსა და ჰიფუმი აბეს შემდეგ, ტოკიოს გრანდ სლემს, რომელიც 3-4 დეკემბერს გაიმართება, მსოფლიოს 3-გზისა და ოლიმპიადის 2-გზის ჩემპიონი - 30 წლის შოჰეი ონოც გამოტოვებს.

შოჰეი ონომ განაცხადა, რომ იგი უკვე დიდი ხანია თავს კარგად ვერ გრძნობს და სასურველ ფორმაში ვერ შედის, ამიტომ მზად არის დაისვენოს გარკვეული პერიოდი და ფორმა აღიდგინოს. 30 წლის ლეგენდარულმა ძიუდოისტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში გასამართ ტოკიოს გრანდ სლემსა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

-73 კგ წონითი კატეგორიის გამორჩეული ძიუდოისტი არ მალავს იმ ფაქტსაც, რომ იგი კარიერის დასრულებაზე უკვე ფიქრობს და ეს იმ შეთხვევაში მოხდება, თუ სასურველ ფორმას ვერ აღიდგენს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს გრანდ სლემი 3-4 დეკემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით მამაკაცებიდან მხოლოდ ლაშა ბექაური მიიღებს მონაწილეობას, ქალებიდან კი ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ეთერ ასკილაშვილი, ნინო გულბანი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.

სხვა სტატიები