ლევან საგინაშვილი king of table-ის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ლევან საგინაშვილი, იგივე 'ქართველი ჰალკი' კიდევ ერთხელ გახდა king of table-ის (მაგიდის მეფე) ჩემპიონი. ქართველმა მკლავჭიდელმა ამერიკელი ჯერი კადორეტი დაამარცხა და სპეციალური ჯილდოს მფლობელიც გახდა, როგორც მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი.
ლევანმა მეტოქე უმარტივესად, 6-რაუნდიან დაპირისპირებაში ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ჩატარებული ტურნირი king of table-ის მე-13 ივენთი იყო, სადაც მთავარ ქარდზე სწორედ ლევან საგინაშვილის დაპირისპირება იყო გამოტანილი. ღონისძიება აშშ-ში, ნიუ ჯერსიში ჩატარდა.
king of table მკლავჭიდის მთავარი ღონისძიებაა. ის მასპინძლობს ელიტარულ სპორტსმენებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან იაპონიამდე, რომელთაგან უმრავლესობა ყოფილი WAF-ის მსოფლიო ჩემპიონია.