ყაზახი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილს იწვევს
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
ლევან საგინაშვილს ახალი 'მტერი' გამოუჩნდა. ყაზახეთის სახელით მოასპარეზე მკლავჭიდელი არწიომ მოროზოვი ლევან საგინაშვილს იწვევს. თუმცა, მოროზოვს "ქართველ ჰალკთან" მარცხენა ხელის დაჭიდება სურს. ყაზახიო სპორტსმენი თვლის, რომ საგინაშვილს მარცხენა ხელში ბევრი არაფერი დაუმტკიცებია.
ლევანმა საკუთარი საჩემპიონო გზა მარცხენა ხელზე უნდა ააგოს. - განაცხადა მოროზოვმა
ბუნებრივია, რომ პლანეტის საუკეთესო მკლავჭიდელი ყაზახის გამოწვევას უპასუხოდ არ დატოვებდა. საგინაშვილის თქმით, თუ ის მარცხენა ხელში დაბრუნდება მოროზოვს ქამართან დამშვიდობება მოუწევს.
თუ მარცხენა ხელში კვლავ ვიასპარეზებ, მას ქამართან დამშვიდობება მოუწევს. მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ მარცხენა ხელის შეჯიბრისგან შორს ვიყო. - უპასუხა ლევან საგინაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჰალკი, ლევან საგინაშვილი, მკლავჭიდის სუპერ მძიმე წონის ჩემპიონია. მან ქამარი ლეგენდარულ კანადელ სპორტსმენს, დევონ ლარატს წაართვა. პრესტიჟული ღონისძიების EAST VS WEST 12-ის უმთავრეს შეხვედრაში, ლევანმა დევონს შანსი არ დაუტოვა და 4:0 გაანადგურა.