Belive

დეონტეი უაილდერი VS ენდი რუის ჯუნიორი | ბრძოლა 8 ნოემბერს არის ჩანიშნული

1 წლის წინ სხვა
2 წთ

WBC-ის პრეზიდენტმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ დეონტეი უაილდერისა და ენდი რუის ჯუნიორის დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება. ეს ინფორმაცია თავად ენდი რუისმაც დაადასტურა.

უაილდერმაც განაცხადა, რომ მზადაა რუისთან WBC-ის მძიმე წონის ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოლოს. ამერიკელი ერთადერთ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა ბრძოლას, თუკი მას ენტონი ჯოშუასთან ან ოლეკსანდრ უსიკთან შეხვედრას შესთავაზებდნენ.

დეონტეიმ მისი ბოლო ბრძოლა რობერტ ჰელენიუსთან გამართა. უაილდერმა მეტოქე მძიმე ნოკაუტით დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ გადაწყვიტა, რომ დეონტეი რეიტინგში წინსვლას იმსახურებდა. მოკრივეს კარიერის განმავლობაში 46 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 42 ნოკაუტით აქვს მოგებული.

რაც შეეხება მის მეტოქეს, ენდი რუისმა ბოლო ბრძოლა 4 სექტემბერს ლუის ორტისის წინააღმდეგ გამართა. ეს დამღლელი 12-რაუნდიანი ბრძოლა, მექსიკელმა მოკრივემ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

"უაილდერი შესანიშნავი მებრძოლია. ის ხუთი წლის განმავლობაში WBC-ის ჩემპიონი იყო და თერთმეტჯერ დაიცვა ტიტული.

"ეს იყო მძიმე წონის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა, რაც ოდესმე მინახავს. ენდი რუისი ძალიან ნიჭიერი და დიდებული მებრძოლია. ჯოშუას დამარცხებით მან სახელი ფართოდ გაითქვა. ენდიმ ორტისის წინააღმდეგ შესანიშნავი ბრძოლა ჩაატარა."

"უაილდერისა და რუისის დაპირისპირება დიდებული სანახაობა იქნება..." - განაცხადა WBC-ის პრეზიდენტმა FightHype-სთან საუბრისას.

სხვა სტატიები