Belive

AJ-მ პირველი ადგილი დაკარგა | მძიმეწონის პირველი ნომერი უაილდერია

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ჟურნალმა Ring Magazine-მა გამოაქვეყნა მძიმე წონის TOP 10 მოკრივე, სადაც პირველ ადგილზე, ენტონი ჯოშუას ნაცვლად, დეონტაი უაილდერია.

ამერიკელი რინგზე საოცრად დაბრუნდა. უაილდერმა მისი მეტოქე მძიმე ნოკაუტით დაამარცხა. რობერტ ჰელენიუსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემამ გადაწყვიტა, რომ დეონტაი რეიტინგში წინსვლას იმსახურებდა.

საუკეთესო ათეულში ვერ ვხედავთ ყოფილ ჩემპიონს ტაისონ ფიურის. ამის მიზეზი ბრიტანელის განცხადება იყო, რომელმაც თქვა, რომ პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, Gypsy King 3 დეკემბერს დერეკ ჩიზორას წინააღმდეგ ჩაატარებს ბრძოლას.

მძიმეწონის ჩემპიონი ამჟამად უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკია, რომელმაც IBF-ის, WBO-სა და WBA-ს ტიტულები, ჯოშუას წინააღმდე, წარმატებით დაიცვა.

მძიმეწონის TOP 10 მებრძოლის სია, Ring Magazine-ის მიხედვით, ასე გამოიყურება:

10. ჟილი ჟანგი

9. ფრენკ სანჩესი

8. ფილიპ რგოვიჩი

7. ჯოზეფ პარკერი

6. ლუის ორტისი

5. დილიან ვაიტი

4. ენდი რუის ჯუნიორი

3. ჯო ჯოისი

2. ენტონი ჯოშუა

1. დეონტაი უაილდერი

ჩემპიონი - ოლეკსანდრ უსიკი

სხვა სტატიები