Belive

დენ იგემ ალექს ვოლკანოვსკი გამოიწვია

8 თვის წინ სხვა
1 წთ

ქვემსუბუქ წონაში ალექს ვოლკანოვსკიმ საკუთარი გვირგვინი დაკარგა. ახლა ამ დივიზიონის მეფე ილია თოფურიაა, რომელიც დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს.

"მატადორთან" მარცხის შედეგ, "ვოლკმა" ილიასთან რევანში ოქტაგონიდანვე მოითხოვა. ჯერჯერობით, ოფიციალური პასუხი არ გავრცელებულა, თუმცა, ილიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალექსი მეორე შანსს იმსახურებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანა უაითი პერტში, ავსტრალიაში ილიასა და ალექსის რემატჩს გეგმავს.

მიუხედავად ამისა, ყოფილ ჩემპიონთან ბრძოლის სურვილი დენ იგემ გამოთქვა.

ჰეი ალექს, პერტში ფორმაში ჩასადგომი ბრძოლა თუ გსურს, მე მზად ვარ ეს გამოწვევა მივიღო. - განაცხადა დენ იგემ
View this post on Instagram

A post shared by Sportskeeda MMA (@sportskeeda_mma)

დენ იგე საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია. ამერიკელი ქვემსუბუქ წონაში მე-12 პოზიციას იკავებს. ბოლო შეხვედრაში მან ანდრე ფილი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. იგეს კარიერაში 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 18 მოიგო.

სხვა სტატიები