Belive

თოფურიასთან მარცხის შემდეგ ჰოლოუეიმ წონის შეცვლა გადაწყვიტა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 308-ზე მაქს ჰოლოუეიმ ქვემსუბუქი წონის ტიტულისთვის იბრძოლა. "დალოცვილს" ილია თოფურიასთვის ქამრის წართმევა არ გამოუვიდა და კარიერაში პირველი ნოკაუტიც იწვნია. ჰავაიელმა მებრძოლმა საკუთარ YouTube არხზე ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ამბობს, რომ თოფურიას დივიზიონში აღარ იასპარეზებს.

ქვემსუბუქ წონაში აღარ გამოვალ, მორჩა. ჩვენ ასაკი გვემატება. მინდა მსუბუქ დივიზიონში ავიდე და იქ დავრჩე. ეს ახალი თავია. მე სწორედ აქედან დავიწყე და ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები. მინდა სიმართლე გითხრათ ბიჭებო, ალბათ 66 კილოგრამში აღარასდროს ჩავალ. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ

მაქს ჰოლოუეიმ UFC-ის მსუბუქი წონის დივიზიონში ორჯერ იბრძოლა. პირველად 2019 წელს დასტინ პორიესთან, დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის, ძალიან ახლო ბრძოლაში დამარცხდა. მეორე კი UFC 300-ზე იყო, სადაც საოცარი ნოკაუტით ჯასტინ გეიჯი გათიშა და BMF-ის ქამრის მფლობელი გახდა.

სხვა სტატიები