Belive

"დარწმუნებული ვარ, MMA-ს მსაჯობა ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა" - ჯონ ანიკი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის კომენტატორი ჯონ ანიკი თვლის, რომ MMA-ში ისეთი ცუდი მსაჯობა არასდროს ყოფილა, როგორც ახლა.

არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები დიდი ხანია აქტუალურია, მაგრამ ასეთი შესამჩნევი არასდროს ყოფილა, როგორც Bellator 289-ის და UFC 282-ის შემთხვევაში. კრიტიკის მთავარი ობიექტი მსაჯი დაგ კროსბი იყო.

UFC-ის კომენტატორმა ჯონ ანიკმა, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით, ასე პორსტი გამოქავეყნა:

"დარწმუნებული ვარ, MMA-ს მსაჯობა ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა. მოუთმენლად ველოდები ვეგასში დაბრუნებას, რათა კომპეტენტურ ხალხს გავესაუბრო."

გარდა ამისა, მან Twitter-ზე ჩაატარა გამოკითხვა, რათა ენახა, რას ფიქრობდნენ გულშემატკივრები UFC Fight Night 216-ის შედეგზე. აღნიშნულ ორთაბრძოლაში კანონიერმა სტრიკლენდი გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. სამივე მსაჯმა ასეთი შედეგი დააფიქსირა, 49-46, კანონიერის სასარგებლოდ. ანიკის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში კი, შედეგები ასეთი იყო:

საინტერესოა ისიც, რომ დაგ კროსბიმ მიერ მიღებულ გადაწყვეტილება, პიმბლეტის ბრძოლაში, სამსაჯო კომისია განიხილავს.

სხვა სტატიები