Belive

'ამდენი სიყვარული არასდროს მიმიღია' - ნინა დრამა ბედნიერებისგან ატირდა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოში მყოფი UFC-ის კორესპონდენტი და ინფლუენსერი, ნინა დრამა, ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ის მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოს ერთი კვირით ეწვია და აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის მასპინძლობითა და იმ სიყვარულით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ გრძნობს. ვიდეო მიმართვაში ნინა დრამა ატირდა და აღნიშნა, რომ ასეთი სიყვარული არსად უგრძვნია.

უბრალოდ, მინდა მადლობა გადავუხადო ბრწყინვალე ქართველ ხალხს სიყვარულის, მხარდაჭერისა და იმისთვის, რომ გაშლილი ხელებით მიმიღეს თავიანთ ქვეყანაში. ამდენი სიყვარული და პოზიტივი არასდროს განმიცდია. ვტირი იმიტომ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ - ამბობს ნინა დრამა ვიდეოში

მერაბი და ნინა დრამა საქართველოში კიდევ 3 დღით დარჩებიან, ჩავლენ გურიაში, სამეგრელოსა და ქუთაისში, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრებიან, სადაც UFC-ის ივენთი გაიმართება.

სხვა სტატიები